Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი” – არჩილ გორდულაძე

July 15, 2026
“სააკაშვილმა ვერ გაითავისა, რომ საქართველოში 2003 კი არა, 2026 წელია, ნებისმიერი მცდელობა, ქვეყნაში სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს, კრახისთვის არის განწირული” – არჩილ გორდულაძე

საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან, მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.

„ნიკა გვარამია, როგორც უცხო ძალების ერთი რიგითი აგენტი, თავისი არსიდან ვერ გამოდის და თავის რაობას ვერც გაექცევა, რადგან ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება უცხოეთზე მიმართული. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის მიმართ? – მთავარი საქართველოს ინტერესებია. ანაკლიის პორტი საქართველოს ინტერესებში შედის და სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისი აშენება ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი, მოგების მომტანი და ეკონომიკის გამაძლიერებელი. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ პორტს თავად ააშენებს. რაც შეეხება გვარამიას ტრილიონებს, საქართველოს ისეთი მილიარდები და ტრილიონები არ სჭირდება, თუ ამის საპირწონეა დაღუპული ადამიანები, ჩამონგრეული ქვეყანა, განადგურებული მომავალი და ქვეყანაში ქარ-ცეცხლის ტრიალი. გლობალური ომის პარტიას რაც არ უნდა დიდი სურვილები ჰქონდეს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი ომად და გვარამიას პირით გვეუბნებოდეს, რომ ამ ყველაფერში ტრილიონებს გადაიხდიან, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ ღირს არც ერთ ტრილიონად. ნიკა გვარამიას ინტელექტუალური შესაძლებლობები დაბალი ნამდვილად არ აქვს და კარგად ითავისებს, რას ამბობს. ზუსტად ეს არის გაგრძელება 2022 წლის მიმდინარე კამპანიის, როცა უგულავა და მისი ძმანი ამბობდნენ, დიახ, ომი უნდათ, თუ საჭიროა, უნდა იომონ. თურმე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკებით უნდა გავისეირნოთ. ეს გაგრძელებაა ამ კამპანიის, რომლის მიზანია, საზოგადოება შეაჩვიონ, თითქოს ომს მოსდევს არა დაღუპული ადამიანები და განადგურებული ქვეყანა, არამედ ტრილიონები. გვარამია საზოგადოებისთვის ამის შემოსაღებას ცდილობს. ჯერ გვარამია არ გაიშვა და მერე მისი დეზინფორმაცია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი” – ლევან მაჭავარიანი
  • ექიმი ზურა ჯაფარიძის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს
  • პასპორტების გაყალბებაში ბრალდებული კაცი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge