ბათუმში მოპედი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 2 პირი.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე დღის მეორე ნახევარში მოხდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
