არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 15 წლისაა.
შემთხვევა ღამით, ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, 25 წლის კაცი ქუჩაში მოზარდების ხმაურმა შეაწუხა, მათ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სახლიდან დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს, რომელიც იქ თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მოზარდი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
