კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მცხოვრებ 26 წლის მამაკაცს 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება.
“მთაში ვიყავი, წალკაში, მესამე კლასიდან გამოვედი სკოლიდან და ცხვარში ვარ. გადავიხადე ჯარიმა”
სამხედრო პოლიციის ცნობით, მამაკაცმა თავი აარიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს:
“თავდაპირველად არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე და დაჯარიმდა 1000 ლარით. არც ეს 1000 ლარი გადაიხადა დადგენილ. ვადაში, ამიტომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო 2026 წლის 5 ოქტომბერს შევადგინეთ ოქმი, რაც პატიმრობას ითვალისწინებს”- განაცხადა სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა.
სასამართლო სხდომაზე 26 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ ის არ იმყოფებოდა კასპში და მზად იყო ჯარიმის გადასახდელად.
მოსამართლემ განაცხადა, რომ სააღსრულებო ბიუროდან ცნობის წარდგენაა საჭირო თანხის გადახდის დასატურებლად. 2 ნოემბერს გადაწყდება დააპატიმრებენ თუ არა მწყემსს
