მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
