Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ყველგან არსებობს გამოწვევები, მაგრამ საქართველო ნამდვილად სამაგალითო ქვეყანაა” – მიხეილ ყაველაშვილი

July 8, 2026
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოს განვითარების ტემპი, სამშვიდობო პოლიტიკა, ამავე დროს, მისი როლი შუა დერეფანში.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეს შეფასებები დასტურია, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.

„გუშინ საკმაოდ საინტერესო დისკუსიები წარიმართა. სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტის დატვირთვის კუთხით, ამ დროისთვის საქართველო წამყვანია და ჩვენი სურვილია, ეს მიმართულება საქართველოში უფრო კარგად იყოს განვითარებული. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ გუტიერეშს. დღეს შევხვდი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და ყველა ერთხმად აღნიშნავს საქართველოს განვითარების ტემპს, მის ეკონომიკურ განვითარებას, სამშვიდობო პოლიტიკას, ლოგისტიკურ ჰაბს – სამხრეთ კავკასიის, შუა დერეფნის და ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კარგი შეფასება დაიმსახურა საქართველომ. ეს შეფასებები დასტურია, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. მისი პოლიტიკა, მისი მთავრობის არსებული გადაწყვეტილებები ყველასთვის ცნობილია. სხვათა შორის, გაკვირვებულიც ვიყავი, რამდენად კარგად ფლობენ, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. გამოითქვა სურვილი, კიდევ უფრო მეტად იყოს მჭიდრო ურთიერთობები ამ ორგანიზაციებთან და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ყოველთვის ამაყად წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას. ხაზგასასმელია გამჭვირვალობა, მთავრობის როლი არსებულ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ბიზნესის თავისუფლება, რა თქმა უნდა, სავაჭრო ბრუნვების გაზრდა. ეს ორგანიზაციები, რომლებიც ყოველდღიურად ფლობენ სტატისტიკას, ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს როლს არსებულ ვითარებაში. ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ მხრივ საქართველო. თქვენ ხედავთ, მსოფლიოში როგორი გამოწვევებია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის როლზე, ამავდროულად, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

„მრავალი კვლევა ჩატარდა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს. არ მინდა, დავძაბო საზოგადოება, გამოითქვა საშიშროებაც – თუ არ იქნება ასეთი ინტენსიური შეხვედრები, მთავრობების ჩართულობა, ხელოვნური ინტელექტის კონტროლი, მისი თავისუფლების შემთხვევაში, შეიძლება, იყოს დამაზიანებელი, როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე სახელმწიფოებისთვის. ამიტომ მივესალმები მსგავს ფორუმებს, მქონდა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა. ეს შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და როლი პოზიტიურად იყოს წარმოდგენილი ყველა სფეროში.

ძალიან სწრაფად ვითარდება და გვინდა, აქართველოში იყოს მხოლოდ დადებითი ტენდენციების მანიშნებელი. ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა სხვადასხვა სფეროში მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ყველაფერი დადის ადამიანის დონემდე და ადამიანს სჭირდება განვითარება, თვითრეალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი უნდა ემსახურებოდეს ამას და არა მის დაზიანებას. ამიტომაც, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ადამიანის უფლებების და მოქალაქეების დაცულობა. ჩვენ მზად ვართ პროგრესისთვის, დღეს არსებული რეალობაა, რომ უდიდესი როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს. ამიტომ გვინდა, სრულყოფილად ვფლობდეთ ინფორმაციას მისი განვითარების შესახებ და ჩართულიც ვიყოთ. ინიციატივაც გამოვიჩინეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში, საქართველოშიც ჩატარდეს ანალოგიური ფორუმები. მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა. გენერალური დირექტორები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, ძალიან დადებითად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ, ფლობენ სიტუაციას და მინდა, ჩვენს საზოგადოებას გავუგზავნო დადებითი მუხტი, რომ კარგად ვვითარდებით.

რა თქმა უნდა, ყველგან არსებობს გამოწვევები, მაგრამ ამ ეტაპისთვის საქართველო ნამდვილად სამაგალითო ქვეყანაა. ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ, უნდა ვიყოთ მოტივირებული პროგრესისკენ, ნებისმიერი სიახლისკენ, ამავე დროს, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეს იყო საუკეთესო მაგალითი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი, სრულყოფილი, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე მოტივირებული ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს
  • რა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge