Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ლელო-ძლიერი” საქართველო კალაძეს პასუხობს და ურჩევს, თბილისელების თანხები მიზნობრივად გამოიყენოს

July 8, 2026
“ლელო-ძლიერი” საქართველო კალაძეს პასუხობს და ურჩევს, თბილისელების თანხები მიზნობრივად გამოიყენოს

ბოლო ორი დღის უხვი ნალექის შემდეგ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ თბილისის მერიას ქალაქის სანიაღვრე და საინჟინრო სისტემების გაუმართაობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნიკა ჩერქეზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მიი თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის არაერთი უბანი, ჩამოიშალა კლდე თბილისის შემოსასვლელში, ხოლო ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ ფერდობის ჩამოშლამ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა.

ჩერქეზიშვილის განცხადებით, პრობლემის მიზეზი არასწორი ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურაში არასაკმარისი ინვესტიციაა. მისი თქმით, 2026 წელს სანიაღვრე სისტემების გამართვისთვის გამოყოფილი 4.4 მილიონი ლარი ქალაქის მასშტაბის გამოწვევებთან შეუსაბამოა.

ოპოზიცია კახა კალაძეს ბიუჯეტის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

“თბილისში ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ჩნდება კითხვა – მართლა წვიმა გვაზიანებს თუ გაუმართავი სისტემა. ბოლო ორი დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა, ფაქტობრივად, მთელი ქალაქის პარალიზება გამოიწვია და კარგად დაანახა თბილისსა და თბილისელებს რამდენად გაუმართავი, არაეფექტური და არაკომპეტენტური სისტემა შექმნა კახა კალაძემ და თბილისის მერიამ. ფაქტობრივად, თბილისის ნახევარი დაიტბორა, დაიტბორა დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი, გლდანის ნაწილი, ვარკეთილის ნაწილი და არაერთი სხვა ლოკაცია.

გუშინ თბილისის შემოსასვლელში ჩამოიშალა კლდე, რამაც დამატებითი საფრთხე შექმნა თბილისში შემომსვლელებისთვის. ასევე გუშინ წყალი ჩამოვიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, რომელიც მოხდა, ეს იყო ვაჟა ფშაველას ძეგლის მიმდებარედ, მარი ჯანის 4 ნომერში, სადაც ჩამოიშალა ფერდობი, ჩავარდა მიწა და 14 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეუქმნა რეალური საფრთხე.

ეს ყველაფერი არის იქიდან გამოწვეული, რომ თბილისი არ ვითარდება ეფექტურად, არის არასწორი ურბანული განვითარება, იზრდება მხოლოდ კორპუსების რაოდენობა და ამას თან არ მიჰყვება, ამას ფეხს ვერ უწყობს საინჟინრო ნაგებობების გამართვა და ასევე სანიაღვრე სისტემების.

2026 წელს თბილისში სანიაღვრე სისტემების გამართვისთვის გამოყოფილია მხოლოდ 4 მლნ 400 ათასი ლარი, რაც იმ მასშტაბის პრობლემისთვის, რომლის წინაშეც თბილისი ყოველი წვიმის დროს დგება, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული თანხა.

ჩვენი ბრიფინგის პარალელურად, დღეს მიმდინარეობდა თბილისის მთავრობის სხდომა და საინტერესო იყო, რა განაცხადას გააკეთებდა კახა კალაძე იმ ორდღიან უბედურებაზე, რაცდაემართა თბილისს და მან ასეთი რაღაც თქვა, რომ ეს ხდება ყველგან, წვიმა მოდის ყველგან, სტიქია არის ყველგან და თუ ჩვენ ვერ ვპოულობთ იმ ქალაქებს, სადაც ასევე იტბორება ქუჩები, შეიძლება დაგვეხმაროს და გუგლის საძიებო სისტემაში მოგვაძებნინოს ეს ყველაფერი.

მე მინდა, მას ვუპასუხო, რომ მისი პასუხი ჰგავს იმას, როცა ექიმთან მივა ადამიანი, ვთქვათ, გულის ტკივილის ჩივილით და ექიმმა რომ უთხრას, რომ გული ყველას სტკივა ან წნევა რომ აწუხებდეს ადამიანს და ექიმმა დაუბრუნოს, რომ არა უშავს, წნევა ყველას აწუხებს. აი, ასეთია თბილისის მერის პასუხი და ბუნებრივია, ის არის აბსოლუტურად მიუღებელი თბილისსა და თბილისელებისთვის. თბილისელები საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდიან თბილისის ბიუჯეტში. 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი არის 2 მლრდ 600 მლნ ლარი. თბილისელები ასევე უამრავ ჯარიმასა და საურავს იხდიან, რომელიც ასევე შედის ამ ბიუჯეტში და ისინი იმაურებენ, რომ ყოველი წვიმის დროს, წვიმაში არ უწევდეთ დგომა და სიარული.

ამიტომ, კახა კალაძეს ურჩევნია, რომ ეს თანხები, რომელიც მისი თანხები არ არის და არც თბილისის მერიის, ის ეკუთვნის თბილისსა და თბილისელებს, გამოიყენოს ეფექტურად, გამოიყენოს მიზნობრივად, რაციონალურად და ყოველი წვიმის დროს ქალაქის პარალიზება არ ხდებოდეს” – განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
  • ნანუკა ჟორჟოლიანი განმარტავს, რა მიზნით იქმნება რეფორმების საბჭო და ვის შეუძლია ჩაერთოს პროცესში
  • “ყველგან არსებობს გამოწვევები, მაგრამ საქართველო ნამდვილად სამაგალითო ქვეყანაა” – მიხეილ ყაველაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge