Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, რომ იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო” – 10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა გორმედის ექიმების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს

July 7, 2026
“ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, რომ იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო” – 10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა გორმედის ექიმების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს

10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა გორმედის ექიმების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. მათი თქმით, მედიკოსების გულგრილობისა და არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, მოზარდს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახი ამბობს, რომ გორმედში ვერ გაიგეს, რომ ბავშვს თრომბი განუვითარდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

“ვენები დახეთქილი იყოო, თრომბი განვითარებული ყოფილა და ჩვენ ეს არ ვიცოდით იმიტომ, რომ ექიმმა ვერ გაიგო, არ გაგვაფრთხილა, თუნდაც რომ შევეშინებინეთ, რომ სასწრაფოდ ჩვენ თვითონ გადაგვეყვანა ბავშვი და მიგვეხედა. 2-საათიანი დაგვიანებით მოვიდა რეანომობილი, მერე სანამ თბილისში ჩავედით, შევედით ინგოროყვას კლინიკაში. მეორე დღეს, 4-საათიანი ლოდინის შემდეგ რომ გვეგონა, რომ აღდგებოდა ფეხი, ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, რომ იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო” – ამბობს ბავშვის ოჯახის წევრი.

“დიდი ჭრილობა არ არის და არც არტერია აქვს გაჭრილიო, უბრალოდ ძარღვებია დახეთქილი და ვენური სისხლდენააო. ვაბრალებ მე ექიმების უყურადღებობას, არ მიუთითეს, რომ იყო მძიმე პაციენტი” – ამბობს ოჯახის კიდევ ერთი წევრი. [ფორმულა]

10 წლის ბიჭი სოფელ დიდ გარეჯვარში 3 ივლისს ველოსიპედით მოძრაობისას დაშავდა. ოჯახმა უკვე მიმართა პოლიციას და საქმეში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართვასაც ითხოვს. კლინიკა გორმედი ამ დროისათვის ბრალდებებს არ გამოხმაურებია. ბავშვი ამჟამად თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძალიან დიდი ნგრევები, სრულიად საქართველოს ეხება!“ – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – ვინ არის პროცესზე მიყვანილი მოწმე-პოლიციელი და რა თქვა მან სასამართლოში?
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge