Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დახმარებისთვის სთხოვა ბიძაშვილს ჩამოსვლა, მან კი გაგუდა…“ – 21 წლის გოგოს მკვლელობის ახალი დეტალები

July 7, 2026
“დახმარებისთვის სთხოვა ბიძაშვილს ჩამოსვლა, მან კი გაგუდა…“ – 21 წლის გოგოს მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობის რეზონანსული საქმე აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია, გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით, იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების პირველადი მასალების მიხედვით, აზერბაიჯანის აღჯაბადის რაიონის მცხოვრები ფატიმა ქერიმოვა საქართველოში თავის შეყვარებულთან, ქენან ალიევთან ერთად ჩავიდა.

გამოძიების ვერსიით, წყვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რომლის დროსაც მამაკაცმა ქალს პასპორტი დაუხია, რათა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლებოდა.

მოგვიანებით, ქენან ალიევი თავად დაბრუნდა აზერბაიჯანში, ხოლო ფატიმა ქერიმოვა თბილისში, საბუთების გარეშე და უმწეო მდგომარეობაში დატოვა.

არსებული ინფორმაციით, დახმარების იმედად დარჩენილმა ქალმა აზერბაიჯანში მცხოვრებ ბიძაშვილს, ე. ალიევს მიმართა და საქართველოში ჩამოსვლა სთხოვა. თუმცა, გამოძიების ვერსიით, თბილისში ჩასულმა მამაკაცმა დახმარების ნაცვლად ბიძაშვილი გაგუდა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით თურქეთში გადავიდა.

ფაქტზე საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ე. ალიევი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. თურქ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის შედეგად, ეჭვმიტანილი თურქეთის ტერიტორიაზე დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, სადაც მას სასამართლო ელოდება.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყებამ ოფიციალური მიმართვა უკვე გაუგზავნა საქართველოს პროკურატურას. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარე მზად არის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ გამოძიებას ნებისმიერი საჭირო სამართლებრივი თუ ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იყოს უზრუნველყოფილი.

ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა პრინციპულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და კანონიერ ინტერესებს, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშია მათ წინააღმდეგ დანაშაული ჩადენილი.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ კვლავ აქტიურად გრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ირაკლი კირცხალია აჟიტირებულია, ალბათ, ბედნიერად გრძნობს თავს მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ” – რას ამბობს გიგა ფარულავა
  • “ექიმი ტირილით გამოვიდა და გვითხრა, რომ იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო” – 10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა გორმედის ექიმების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს
  • თბილისში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge