პორტუგალიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, სადაც მეზობელ ესპანეთთან მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა. მატჩის ბედი დამატებით დროში მიკელ მერინოს მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.
საფინალო სასტვენის შემდეგ, 41 წლის რონალდუმ ემოციები ვერ შეიკავა და მოედანი ცრემლიანი თვალებით დატოვა.ეს კრიშტიანუ რონალდუს 27-ე და ბოლო მატჩი იყო პორტუგალიის მაისურით.
