აშშ-ის მხრიდან მუქარა საბოლოო შეთანხმების მიღწევას აფერხებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
აბას არაღჩიმ აშშ-ის მოუწოდა, რომ გასულ თვეში ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს პატივი სცეს.
„საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები არ დაიწყება, თუ მუქარა გაგრძელდება“, – განაცხადა არაღჩიმ.
ცნობისთვის, გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ გასულ ღამეს ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ სავაჭრო გემებს სულ მცირე ორი რაკეტა ესროლეს.
