Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

July 6, 2026
ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა ქალი

სოციალურ ქსელში ავთო თალაკვაძე უმძიმეს წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი 8 წლის შვილიშვილის ათუკას გარდაცვალების ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ბავშვი სკოლაში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინეს.

თალაკვაძის თქმით, ათუკას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, 82-დღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა.

„ტელეფონმა დარეკა, მეუღლე იყო. ავთუკა სკოლაში ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთო. რომ მოხვალ, მაშინ გეტყვიო. საავადმყოფოში რომ მივედი, „კატეს“ ოთახში ჰყავდათ. მითხრეს, მუსიკის მასწავლებელი ღონისძიებისთვის ამღერებდა. ჩვენც იქ ვიყავით. ქეთი ვიდეოს უღებდა, სიმღერის დასრულებისთანავე ბავშვი გარბის დედასთან და ეუბნება, დედა, ჰაერს ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო. ქეთიმ სასწრაფოდ ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანასთან. მე კალთაში ჩავისვი.  5 წუთში აქ ვიყავითო. გათიშვის წინ დედა დაიძახაო. ამასობაში „კატეს“ ოთახიდან გამოიყვანეს. ექიმს ვკითხე, მე ბავშვის ბაბუა ვარ, მითხარით, რა სჭირს ბავშვს მეთქი. „კატემ“ აჩვენა, რომ თავში 70 მლ სისხლჩაქცევა აქვსო. სასწრაფოდ გადასაყვანი და საოპერაციო არისო. წარმოუდგენელი რამ მითხრა. 8 წლის ბავშვის თავში სისხლის ჩაქცევა გაგონილიც არ მქონდა. გავშტერდი. გავშეშდი. ჭკუა და გონება ამერია. ვერაფერს ვფიქრობდი. ის ვთქვი, თბილისში წამაყვანინეთ, ხარჯებს მე დავფარავ მეთქი. მითხრეს, უკვე კატასტროფის ცენტრმა ყველაფერი იცის და ისინი იღებენ მისი გადაყვანის გადაწყვეტილებასო.

სანამ რეანიმობილი მოვიდოდა, სანამ გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სანამ ოპერაციის გაკეთებაზე 0%-იანი გარანტიით ხელს მოვაწერდით, სავარაუდოდ, 6 საათამდე დროც გავიდა. ოპერაციის დაწყებამდე ქირურგმა გვითხრა, იმდენად მძიმე შემთხვევაა, რომ ცენტრიდან მითხრეს, უფლება გაქვს უარი თქვა ოპერაციის გაკეთებაზეო. მეც მყავს შვილები, კარგად მესმის თქვენი, თუ ოპერაცია არ გაკეთდება, ერთ ან საათ-ნახევარში გული გაუჩერდებაო. ძალიან ჩქარობდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრეს, მდგომარეობის სიმძიმეზე და არანაირ იმედზე. მიუხედავად ექიმების უიმედო პასუხების, ჩვენ იმედს მაინც არ ვკარგავდით. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჟანგბადის მიწოდება, ტემპერატურა, გულისცემა, სატურაცია, მოგვიანებით საკვებსაც იღებდა, მაგრამ 82 დღის შემდეგ უცებ სატურაცია დაეცა და გულიც გაჩერდა. ასე დასრულდა ჩემი ოჯახის დიდი სიხარულის, მომავლის იმედის, ძალიან სხარტის, უჭკვიანესი და უსაყვარლესი ათუკას სიცოცხლე.

ის წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან. ეს ამბავი ქვემეხივით გავარდა. ვინ არ მოდიოდა, ყველა წუხდა, ყველას ეცოდებოდა და ენანებოდა ჩემი ანგელოზი ბაბუკი. ყველას უნდოდა გვერდით დგომა და დახმარება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა იმ ბიჭებს, ვინც სისხლი გაიღო და სისხლის ბანკს ჩააბარა. მადლობა იმათ, ვინც მეხმარებოდა გადასასხმელი სითხის, ჰემოსოლის ძიებაში, რომელიც საქართველოს აფთიაქებში არ არის და სომხეთიდან გვიწევდა რამდენიმე ცალობით შემოტანა. მადლობა ტრაილერის მძღოლებს, რომლებიც სომხეთში, აფთიაქებში ეძებდნენ ამ სითხეს და მაწვდიდნენ. მადლობა ექიმებს, ქირურგ რეზოს და მკურნალ ექიმ ანას, რომლებიც იბრძოდნენ ჩემს ბაბუკას გადასარჩენად. მადლობა ექთნებს, ზრუნვისა და მოვლა პატრონობისათვის. მადლობა ყველას და ყველას წუხილისათვის, თანაგრძნობისათვის, ჩემი ანგელოზი ბაბუკას უკანასკნელ გზაზე გაცილებისათვის…“ – წერს ავთო თალაკვაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!“ – 112 განცხადებას ავრცელებს
  • საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
  • ახალი რეგულაცია, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge