Sunday, July 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრ მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას შეიცავს” – ეკა სეფაშვილმა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გააკრიტიკა

July 5, 2026
“ბევრ მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას შეიცავს” – ეკა სეფაშვილმა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გააკრიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ საერთაშორისო შეფასებები გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არასაკმარისად დასაბუთებული დასკვნებია გამოყენებული.

სეფაშვილმა ანგარიშის ავტორებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფასებისას სხვა საერთაშორისო ანგარიშებსა და რეიტინგებშიც უნდა ჩაიხედონ.

ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო ამ ანგარიშის 26-ე პარაგრაფზე, რომელიც ეხება საქართველოს და კონკრეტულად მოსკოვის მექანიზმს, ეგრეთ წოდებულ „მოსკოვის მექანიზმს“, რომელიც შეიცავს ბევრ მცდარ ინფორმაციას. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორმა თავადვე აღიარა, რომ მას ჰქონდა ძალიან ცოტა დრო სრულფასოვანი ანგარიშის მოსამზადებლადდა ზოგიერთი ფაქტი და არგუმენტი არ არის მკაფიოდ გადამოწმებული და ის ეყრდნობოდა გადაუმოწმებელ წყაროებს. ამ თვალსაზრისით, მე ძალიან მიკვირს, რომ ეს ანგარიშები გამოიყენება საქართველოში არსებულ გარკვეულ სიტუაციებზე ხაზგასასმელად, რაც არ არის დადასტურებული არგუმენტებითა და რეალური ფაქტებით. მეორე მხრივ, რისი გაცხადებაც ჩვენ შეგვიძლია და თქვენ ხაზს უსვამთ დემოკრატიულ უკუსვლას, ფუნდამენტური თავისუფლებების გარკვეულ შეზღუდვებს, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ – ყველა ამ პუნქტზე სხვა საერთაშორისო ანგარიშები და სხვა საერთაშორისო რეიტინგები ხაზსუსვამენ იმ კარგ პოზიციას, რომელიც საქართველოს უკავია. ამიტომ, მოვუწოდებ ავტორებს, იყვნენ უფრო ფრთხილადდა მხედველობაში მიიღონ მთელი ინფორმაცია, რაც ეხება საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასდა სიტუაციას სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის ზომებს საერთაშორისოდ სავალდებულო ადამიანის უფლებების ვალდებულებების დარღვევისას, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო დონესა და საერთაშორისო კრიტერიუმებს და რასაც საქართველო დიდ პატივს სცემს, – თქვა ეკა სეფაშვილმა. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება – ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული.

რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა: შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები;

დოკუმენტი გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს;

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საშინელ ხანძარს შევესწარი ვაზისუბანში ახლა”- ვრცელდება კადრები ადგილიდან
  • ელისო კილაძის შვილი მიმართვას ავრცელებს
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge