Sunday, July 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძისთვის შეეზღუდვების მოხსნას და სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ

July 5, 2026
მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძისთვის შეეზღუდვების მოხსნას და სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ

მედიის წარმომადგენლები „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის მიმართ დაწესებული შეზღუდვების მოხსნასა და მის სასამართლო პროცესებზე საჯარო დაშვების უზრუნველყოფას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადებით პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართეს.

განცხადების ავტორების ინფორმაციით, ელისო კილაძეს უკვე ოთხი თვეა აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა. პროკურატურა შეზღუდვებს იმით ხსნის, რომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულმა შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს.

ჟურნალისტების შეფასებით, პატიმრის მიმართ გამოყენებული ზომები დისკრიმინაციული და არაპროპორციულია. ისინი უწყებებს მოუწოდებენ, გადახედონ დაწესებულ შეზღუდვებს და უზრუნველყონ სასამართლო პროცესების საჯაროობა.

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და მთავარი რედაქტორები, კატეგორიულ პროტესტს გამოვთქვამთ ჟურნალისტის, გაზეთ „ქრონიკა +“-ის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიმართ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული და არაპროპორციული ღონისძიებების გამო.

ოთხი თვეა, ელისო კილაძეს შეზღუდული აქვს ელემენტარული უფლებები: სატელეფონო ზარები, მიმოწერა და ოჯახის წევრებთან პაემანი. 

სასამართლო პროცესების დახურვა და საქმის სრულად გასაიდუმლოება მოწმეებზე ზეწოლის საფრთხის საბაბით, მიზნად ისახავს საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და პროცესის სრულ იზოლაციას.

მივმართავთ გენერალურ პროკურატურას:

  • დაუყოვნებლივ გაუქმდეს ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის დაწესებული კომუნიკაციის შეზღუდვები;
  • უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო განხილვების გამჭვირვალობა და საჯაროობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაბუთებულობისა და დასაშვებობის კრიტიკული შეფასება.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და სასამართლო უარს იტყვიან სასამართლო განხილვის საჯაროობაზე, ჩვენ, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ამ გადაწყვეტილებებს მივიჩნევთ არა მართლმსაჯულების განხორციელებად, არამედ კრიტიკული მედიის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დასჯის მიზნით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად”, – ნათქვამია განცხადებაში. 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხანძრის კერა დასახლებულ ზონასთან ახლოსაა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს”- ახალი დეტალები ხანძრის ადგილიდან
  • თბილისის ზღვის დასახლებაში ხანძარია – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს დღეს დაასრულებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge