პოლიტიკოსი, ანა დოლიძე:
“ვხედავთ რომ აქტიურად დადის კობახიძე და ხვდება ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს. ვხედავთ, თუმცა სერიოზულად ისევ არავინ განიხილავს რა ხდება. არც ერთი ექსპერტი არ მოინახა, რომელიც სერიოზულად დაწერს და გაანალიზებს რა ხდება, პარტიებზე საუბარი ხომ ზედმეტია. მხოლოდ ქილიკი არ კმარა.
ვფიქრობ, მზადდება შესვლა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, რომელიც 1992 წელს შექმნა რუსეთმა დსთს ალტერნატივად. Организация Договора о коллективной безопасности (ОДКБ) შეყვანის საფრთხეზე ორი წელია ვსაუბრობ: სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი და რუსეთი არიან წევრები. ყველა ქვეყანა, რომელსაც კობახიძე შეხვდა ბოლო დროს, ამ ორგანიზაციის წევრია და მისი ხმა წევრობისთვის აუცილებელია: ეს შეიძლება იყოს ივანიშვილის დასავლეთთან ვაჭრობის ერთერთი ნაბიჯი. ამიტომაც მთავრობის მხრიდან სრული დუმილია ამ ვიზიტების მიზნებზე და რაზე ხდება შეხვედრების დროს მსჯელობა. გვესმის მხოლოდ ზოგადი ხმაური”- აცხადებს ანა დოლიძე.
