Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა

July 3, 2026
2026 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის განმარტებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.7 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაცაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-3.1 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-0.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-1.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), თევზეული (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.1 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.2 პროცენტით, რაც 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (6.8 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (5.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი)“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა, მერაბ მალანია პირველ კომენტარს აკეთებს
  • საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 11%-ით გაიზარდა
  • “გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge