ფიზიკური დაპირისპირება ვაკეში – “ტვ პირველის” ინფორმაციით, ნაცემია გენერალური პროკურორის მოადგილის, კახა მურადაშვილის ოჯახის წევრი.
ძალადობის მუხლით დაკავებულია 2 პირი. რა გახდა ჩხუბის მოტივი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნაცემი ახალგაზრდაც პოლიციელია, მაგრამ დაპირისპირების დროს, ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
