სააპელაციო სასამართლომ, დღეს, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა – თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა , ხოლო მინდია შერვაშიძემ ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.
მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
აქციის მონაწილეები 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.
ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.
