მკვლელობის შემდეგ ბიძაშვილმა ფატიმა ქერიმოვას ფოტოები გადაუღო და მოკლულის დას გაუგზავნა – ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი მის დაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ 21 წლის ქალი თბილისში შეყვარებულთან ერთად ივნისის დასაწყისში ჩამოვიდა, ის მეგობარმა კაცმა მალევე ქუჩაში დატოვა, რის შემდეგაც, ქერიმოვასს დის თქმით, საქართველოში მათი ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი მასთან საცხოვრებლად გადაიყვანა და ბოლოს წამებით მოკლა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება
