პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის სასტუმროში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს და ქალბატონებს რჩევას აძლევს:
“Tips-ანუ სამადლობელი, “ჩაი”…უნდა დავუტოვოთ თუ არა მიმტანს?
სულ ვფიქრობ, როგორ უნდა აღზარდო მომხმარებელი?
საოცარ ფაქტს მოგიყვებით.
სიღნაღში თითქმის ყველა ობიექტი ერთმანეთში ვთანამშრომლობთ. ცხადია ერთმანეთისთვის გარკვეული შეღავათები გვაქვს.
გუშინ, ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა მთხოვეს, ხვალ დასვენების დღე გვაქვს და თუ შეიძლება ჩვენი ორი თანამშრომელი თქვენთან აუზზე შემოვა.
მე ზოგადად ვგიჟდები, როდესაც ახალგაზრდები მუშაობენ, ორი ზრდილი, უკარგესი ყმაწვილი მოვიდა ბაიკით, იცურავეს, ისადილეს და როდესაც გადახდაზე მიდგა საქმე, ცხადია დავპატიჟე, რადგან ულევი პატივისცემა მახსოვს ჩემი მეგობრებისგან, სადაც ეს ყმაწვილები მუშაობენ.
როდესაც სუფრის ალაგება დავიწყეთ, ჭიქის ქვეშ ამოდებული 20 ლარი ვნახეთ!!!
აქედან მორალი!
ახალგაზრდა, მშრომელ, ადამიანს, რომელიც მთელი კვირა მუხლჩახრილი მუშაობს, საკმაოდ დაბალ ანაზღაურებაზე, მეტი შეგნება აქვს ვიდრე გაზულუქებულ, ბოლო მარკის ავტომობილით მოსულ სტუმარს, რომელიც ხურდად დაბრუნებულ თეთრებსაც სიამივმებით იჯიბავს….
პატივი ეცით ადამიანების შრომას,
დადგენილი ფაქტია, რომ მიმტანი დღის განმავლიბაში რამოდენიმე კილომეტრს გადის, და თქვენი დატოვებული თუნდაც სამი ლარი, არა სამოწყალო ჟესტი, არამედ პატივისცემის ნიშანია.
P.S.გოგოებო, არასოდეს არ გაყვეთ ცოლად მამაკაცს, რომელიც “ჩაის” არ ტოვებს ის არასოდეს გიყიდით არც სუნამოს და არც ზედმეტ წყვილ ფეხსაცმელს…” – წერს მოროშკინა