გორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი, გვანცა მაზანაშვილი გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
