Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას – მარიამ ქვრივიშვილი

November 16, 2026
გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას – მარიამ ქვრივიშვილი

რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორში – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. მოხარულები ვართ, რომ გატარებულმა რეფორმებმა, მოდერნიზაციამ, ისევე როგორც დიგიტალიზაციამ ამ სექტორში უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი და ჩვენ უკვე გვაქვს რეკორდული შედეგები უშუალოდ თითოეულ ნავსადგურში და ტერმინალში გადამუშავებული ტვირთნაკადის თვალსაზრისით, რამაც მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა ასევე თვალსაჩინოა საქართველოს რკინიგზაში – უკვე 12%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც 12 წლის ისტორიული მაქსიმუმია.

„საქართველოს ტრანსპორტის სექტორში სახელმწიფომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მოახდინოს საკმაოდ დიდი მოცულობის თანხების ინვესტიციების განხორციელება. 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული სატრანსპორტო სექტორის განვითარებაში, თუმცა, ამ ეტაპისთვის მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო საქართველოს რკინიგზის შემდგომ და მიმდინარე მოდერნიზაციაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფო მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა სრულად განახლდეს და გაფართოვდეს საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა.

„რას ემსახურება 2 მილიარდი ლარი – გარდა იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივობისა თუ პროექტებისა, რაც განხორციელდება, მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს რკინიგზამ დამატებით შეიძინოს 50 ახალი ლოკომოტივი, 10 სამგზავრო მატარებელი და 2000-მდე სატვირთო ვაგონი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია – 400-ზე მეტი ვაგონი უკვე შევიძინეთ საქართველოს რკინიგზაში და გვაქვს მიმდინარე აქტიური ტენდერი 10 სამგზავრო მატარებლის და 50 ლოკომოტივის შეძენისთვის. ეს, რა თქმა უნდა, თვისობრივად გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რკინიგზას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩვენ ვცდილობთ საქართველოს [მთავრობასთან] მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას – მარიამ ქვრივიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge