გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი გიორგი წიკლაური ავრცელებს.
„გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი. უდიდესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობით განისვენე ჩემო უსაყვარლესო ადამიანო და მადლობა იმ განვლილი წლებისთვის, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და სრულიად საქართველოს“, – წერს გიორგი წიკლაური სოციალურ ქსელში.
გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო. ის ანსამბლ „ორერაში“ 1964 წელს, „რეროდან“ მივიდა. უკრავდა კონტრაბასზე და საყვირზე. ანსამბლის ბიოგრაფია 1958 წელს იწყება, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი მიიჩნევა.
2018 წელს, ფილარმონიის წინ „ორერას“ სოლისტის გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
