Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა

June 26, 2026
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო. ისინი სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომელთა რეალიზაციასაც ცნობილი ბრენდების – ABC-ს, Ariel-ის, Tide-ისა და Persil-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, აღნიშნული ბრენდების ყალბი სასაქონლო ნიშნით მარკირებული 1 325 ერთეული სარეცხი ფხვნილი.

გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია: ამავე დასახელების ფხვნილების 5 818 ცარიელი პაკეტი, 632 ტომარა დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილი, 28 ტომარა მარილი, არომატიზატორები, საღებავები და პროდუქციის წარმოება-შეფუთვისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები როგორც დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენა-მხილების, ისე იმ სავაჭრო ობიექტების დადგენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქცია სარეალიზაციოდ იყო განთავსებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
  • სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე – რა ხდება დაურ ბუავას საქმეზე
  • ვრცელდება საჩხერეში ტრაგიკულად დაღუპული 31წლის კაცის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge