ბიძინა ივანიშვილმა ადამიანების საოცარი ჯიში გამოიყვანა. ფულიც უნდა მიიტანო და თან უღირსობა და უთავმოყვარეობაც უნდა აჩვენო, ანუ მატერიალურადაც უნდა დაკარგო და მორალურადაც უნდა განადგურდე – და რა, კობახიძეს ნაკლები ბედი ელოდება? – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარება და პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმება შეაფასა.
