Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

53 წლის კაცი ჟურნალისტ ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს – სანაია გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

June 25, 2026
53 წლის კაცი ჟურნალისტ ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს – სანაია გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

53 წლის ზვიად ოსიყმაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, სასამართლო სხდომა დღეს, 25 ივნისს გაიმართა, სადაც ოსიყმაშვილი მარტო – ადვოკატის გარეშე მივიდა.

შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო 53 წლის კაცს ედავება, რომ მან ერთ-ერთი Facebook მომხმარებლის პოსტის ქვეშ, რომელზეც ვახო სანაია იყო გამოსახული, გინება დაწერა და სანაიას შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლოს განაჩენის შემდეგ დაჯარიმებულმა განცხადება გააკეთა: „ინვალიდი ძმა მყავს. ავადმყოფი დედა. მარტო 1500 ლარის წამლები სჭირდება, თირკმლები აწუხებს 2000 ლარს როგორ გადავიხდი, ფაქტობრივად, მე ვარ ოჯახში ერთადერთი შემომტანი“ – თქვა ოსიყმაშვილმა.

თავად სანაია გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “არცერთი ხელისუფლების, არც ამ რეჟიმის საქმე არაა, ვინ რას დაწერს“.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვის უჩივიან და რატომ. წარმოუდგენელი ამბავია, რადგან მე არ მაქვს პრეტენზია სამართლებრივ ნაწილში არავისთან. რა თქმა უნდა, ეს არის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, იმისათვის, რომ ადამიანებმა არ ილაპარაკონ, არ წერონ.

ჩემთვის სულ ერთია, რა დაწერა ამ ადამიანმა. აქ მთავარია პრინციპი, როგორ ცდილობენ, ადამიანებზე დაამყარონ ტოტალური კონტროლი“ – თქვა სანაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სროლა თბილისში – დაჭრილია ახალგაზრდა კაცი
  • ელენე ხოშტარია ციხეში ექიმმა მოინახულა
  • თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge