Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მოწმეს ახსოვს მხოლოდ ჩემი ხელი, ცეზარი ვგონივარ ალბათ” – ნიკა გვარამია

June 25, 2026
“მოწმეს ახსოვს მხოლოდ ჩემი ხელი, ცეზარი ვგონივარ ალბათ” – ნიკა გვარამია

მოწმეს ახსოვს მხოლოდ ჩემი ხელი, ცეზარი ვგონივარ ალბათ – ასე ეხმაურება ბრალდებული ნიკა გვარამია პოლიციელ ივანე მაქაცარიას ჩვენებას, რომელმაც მისი თქმით, დღეს მხოლოდ ჟესტიკულაციებსა და მიმიკებზე მიუთითა.

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მოწმემ ისიც კი ვერ გაიხსენა სხდომათა დარბაზში “მისმა ფავორიტმა საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო თამაშში რა ქნა”

“მოწმემ თქვა, რომ გადატრიალებას ვაპირებდი, იმიტომ, რომ ჩემი ხელი დაინახა აწეული. პირდაპირ გეუბნებით, ვციტირებ: ჩემს აწეულ ხელზე თურმე ხალხმა იხუვლა და შეუტია პარლამენტს. არვიცი ახლა ცეზარი ვგონივარ თუ ვინ ვგონივარ, მაგრამ არც სახე არ ახსოვს, არც სად ვიდექით ახსოვს, არაფერი ახსოვს, ბოლოს ვკითხე, ვის გულშემატკივრობო – საფრანგეთსო მითხრა – ბოლო თამაშში, რა ქნათქო ვკითხე და არ მახსოვსო…ჩახნსილი აქვს მეხსიერება, იცის, რომ არაფერზე არ უნდა უპასუხოს იმის გარდა, რომ ახსოვს ხელი და ხალხმა იხუვლა” – ამბობს გვარამია.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა მის უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის დარბაზიდან გამოძევების შესახებაც და თქვა, რომ სავარაუდოდ, პროცესები იმაზე ადრე მორჩება, ვიდრე ეს გაწერილია.

გვარამიას თქმით, სწორედ ამაზე მოასწავებს ის ფაქტი, რომ ლიდერებს ერთმანეთის მიყოლებით სახაზინო ადვოკატები ენიშნებათ.

“ეს პროცესი მორჩება ყველას პატიმრობით და როგორც ჩანს, მორჩება უფრო მალე, ვიდრე სავარაუდოდ იყო. იცით, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა პროცესები, პლუს ამას, ყველასთვის დაინიშნა სახაზინო ადვოკატი, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზითაც კი ვერ შეფერხდეს რომელიმე სხდომა. ის, რომ მოსამართლე ამ პროცესზე არის მესამე პროკურორი, ეს ფაქტია, ისევე როგორც ყველა პროცესზე, მაგრამ ქალბატონი თამარი ამ მხრივ გამორჩეულია. მოწმის დაკითხვისას, ყოველი მეორე კითხვა მომიხსნა დღეს მოსამართლემ” – ამბობს გვარამია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რაღაც ეტაპზე ივანიშვილი აღმოჩნდა რუსული პოლიტიკის მძევალი” – რას ამბობს გია ხუხაშვილი
  • “აღნიშნულ საკითხზე „ოკტოპუსმა“ უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში” – თიბისი
  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge