Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ელენე ხოშტარიას ყველა მომსახურება გაეწია…რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის” – პაატა სალია

June 25, 2026
“ელენე ხოშტარიას ყველა მომსახურება გაეწია…რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის” – პაატა სალია

პაატა სალიას განცხადებით, „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია.

მისივე თქმით, სპეკულაციაა, თითქოს კონკრეტული ექიმი ვერ ახერხებს ხოშტარიას მონახულებას. როგორც პაატა სალიამ განმარტა, პენიტენციურ სამსახურს დაწესებულებაში შესვლისთვის შესაბამისი დოკუმენტები ვერ მიაწოდეს და ამიტომ ვერ მოხერხდა ექიმის შესვლა.

„პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მიეწოდებოდა სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იყო, თუმცა ყოველ ჯერზე მცდელობაა სპეკულაციების და ყოველ ჯერზე გვიწევს, დასაბუთებულად გავცეთ პასუხი, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა.

სპეკულაციაა, თითქოს ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას? პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვერ მიაწოდეს. ეს არის ყველაფერი. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და გამოხატავს, რომ როგორც კი ეს დოკუმენტაცია მიწოდებული იქნება, ექიმი შეძლებს შესვლას და ხოშტარიას მონახულებას.

არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლობა ყოფილიყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის და ეს არ მომხდარიყო. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მოგვაწოდა ინფორმაცია, უბრალოდ, მათი მხრიდან ვერ მოხდა დოკუმენტების მოწოდება. მოგეხსენებათ, პენიტენციურ დაწესებულებებში თავისუფლად ვერავინ შევა.

საბედნიეროდ, გამოირიცხა დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა. როგორც სამედიცინო პერსონალისგან ვიცით, მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები. რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის. პენიტენციურ დაწესებულებაში მოიტანონ დოკუმენტები და შებრძანდეს ექიმი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
  • “მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ თურმე პოლიტიკური ლიდერები ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ” – ბადრი ჯაფარიძე
  • “მინდა მისი მეტსახელიც გავიხსენო…” – რას ამბობს კობახიძე ზურაბიშვილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge