“ორბი” და ყველა მსგავსი კომპანია, რომელიც დღემდე „იმედზე“ რეკლამას ათავსებს, უნდა დასანქცირდეს…” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. ის აცხადებს, რომ „იმედზე“ რეკლამის განმთავსებელი კომპანიები, მათ შორის „ორბი“, უნდა დასანქცირდნენ და ევროკავშირის შავ სიაში მოხვდნენ.
“ორბი” და ყველა მსგავსი კომპანია, რომელიც დღემდე „იმედზე“ რეკლამას ათავსებს, უნდა დასანქცირდეს.
„იმედს“ საბანკო ანგარიშები გაყინული აქვს, თუმცა ამ კომპანიებს, ფაქტობრივად, მაინც შეაქვთ თანხები ამ ანტისახელმწიფოებრივ არხში შემოვლითი გზებით.
„ორბი“ და სხვა მსგავსი კომპანიები ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდნენ. მათი იდენტიფიცირება რთული არ არის-საკმარისია „იმედის“ სარეკლამო ბლოკს გადაავლო თვალი და მარტივად იპოვი იმ კომპანიებს, რომლებიც რუსული პროპაგანდის მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობენ” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
