Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტყიბულელმა მიმტანმა ლისის ტბაზე ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა

June 25, 2026
ტყიბულელმა მიმტანმა ლისის ტბაზე ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა

ლისის ტბაზე ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ტყიბულელმა მიმტანმა გადაარჩინა. იგი წყალში მას შემდეგ შევარდა, რაც ბიჭი ბავშვისთვის ბურთის ამოსატანად შესულიყო და დახრჩობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. შემთხვევა 23 ივნისს მოხდა.

მომხდარს “ფეისბუქზე” ემოციურად აღწერს დავით თოფურიძე.

“ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა გუშინწინ… ღამის 11 საათზე…ამ დროს ბევრი ხალხია ხოლმე ლისზე! ბავშვს გადაუვარდა ბურთი და ეს ახალგაზრდა გაყვა გამოსატანად… ვერ მოიგდო ბურთი ხელში,შეყვა შუა ტბამდე და …იქ გამოეცალა ძალა…
წყალნაყლაპი ხმით ხრიალებდა მიშველეთო!
თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს პოლიცია, მაშველები, სასწრაფო…. და ისინიც მყისიერად ხომ ვერ მოვიდოდნენ …
მოკლედ— გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი, გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს, გადაეშვა ამ სიბნელეში -შავ, პირქუშ წყალში..
არაფერი არ ჩანდა… სიბნელეში თეთრი ბურთით მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდა კაცს, მიცურა და ძლივს გამოათრია ნაპირზე….
ეცნენ ექიმები და გააქანეს საავადმყოფოში მოსასულიერებლად, და ერთი დღეღამე იქ ყავდათ და გადაარჩინეს…
ეს ტყიბულელი გმირი კარგა ხანს იჯდა ნაპირზე, ისე დაღლილი იყო…. ვერ დგებოდა…
მეორე დღეს, რომ მომიყვნენ , მე -ცურვის არმცოდნე სუბიექტმა,რამით რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი მოკლე ჭკუით- ფული შევთავაზე პრემიის სახით… არაფრით არ გამომართვა! არაფრით!
ყოველ დილით დავდივარ ლისზე უკვე 16 წელია… ვზივარ ახლა კაფეში , “ინტელიგენცია” რომ ქვია, გერმანელები მყავს სტუმრად,და ვუყურებ ამ ტყიბულელ ოფიციანტ ბიჭს… მუშაობს ჩვეულებრივად..გარეთ წვიმს… ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველ დილით… თითქოს არაფერი არ მომხდარა… ვეხუმრები, სალნიკოვს ვეძახი მეტსახელად… 🙂
თვალებგაფართოებული მისმენენ გერმანელები, რომ ვუყვები და მასზე მივუთითებ…
ვუყურებ ამ ბიჭს და ვფიქრობ— რა კარგია , რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ეს ცხოვრების სურვილს და სტიმულს გმატებს ადამიანს… მადლობა შენ ტყიბულელო ბიჭო, რომ მაგრძნობინე ცხოვრების ხალისი !!!
——-
4 მეტრი ყოფილა ლისის ტბის სიღრმე… ღამე საშიში შესახედავია!!! შავი!
არადა რა ლამაზია დილით…”, – წერს დავით თოფურიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
  • “ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე” – ზურაბ ჯაფარიძე
  • პოლიტიკური ლიდერების საქმე – ამ ეტაპზე უცნობია, დააბრუნებენ თუ არა სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge