“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს ჩალის ფასი აქვს და არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება.
თინა ბოკუჩავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ რეზოლუციებს დეკლარაციული ხასიათი აქვთ და თავისთავად არ გააჩნიათ იურიდიული და სამართლებრივი ძალა, ეს დოკუმენტები გროვდება და სამართლებრივ ვალდებულებებს აუცილებლად გამოიწვევს.
მთელი “იმედის”; “რუსთავი 2″-ის; PosTV-ის მთლიანად ეს პროპაგანდისტული მანქანა, რომლის დიდი ნაწილი უკვე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ, ემსახურება ერთი ადამიანის ინტერესებს, რომ მან სტაფილოს წვენი მშვიდად დალიოს და 9 საათზე მშვიდად დაიძინოს, რაღაცნაირად დააჯერონ ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ დოკუმენტებს სინამდვილეში ჩალის ფასი აქვს და მას არანაირი კონკრეტული შედეგი არ ექნება. მე მინდა ძალიან მკაფიოდ, ძალიან გარკვევით ნდა ძალიან კონკრეტულად ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ მას ატყუებენ და ეს სიტყვები მას უთხრან მაშინ, როდესაც მაგალითად ის აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე, იქ, სადაც არაერთი დიქტატორი მჯდარა და ეს არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ან ახლა სტრასბურგში ვიმყოფებით და აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციებს აქვთ დეკლარაციული ხასიათი, იმ თვალსაზრისით, რომ ეს პოლიტიკური განაცხადია და შესაბამისად მათ თავისთავად არ გააჩნიათ იურიდიული და სამართლებრივი ძალა, ეს დოკუმენტები გროვდება და სამართლებრივ ვალდებულებებს აუცილებლად გამოიწვევს,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა.
