ქიმი მაია კოხტაშვილი თავისუფალია
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით ერთი ექიმი დააკავეს. მოგვიანებით, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნევროპათოლოგ მაია კოხტაშვილს აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა და უთხრა, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედის ძლიერი ტკივილების გამო მისი კლინიკაში მიყვანა არ შეეძლო. მთივლიშვილის ინფორმაციითვე, “კოხტაშვილის საქმეზე აგენტი-პროვოკატორია ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი!”
კოხტაშვილს დღეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. კოხტაშვილს სოლიდარობა მოქალაქეებმა გამოუცხადეს და გირაოს თანხა შეუგროვეს.
