მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ფასი კვლავ დაბალ ნიშნულზეა. უნცია ოქროს ღირებულება 4 000 დოლარს უახლოვდება. უფრო კონკრეტულად კი, თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 079 დოლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.26%-ით დაიკლო..
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 61.4 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.85%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ფასები აქაც კლებულობს. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 362 ლარი ღირს, 750 სინჯის – 271 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.30 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.63 ლარი ღირს.
