Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ” – ნიკოლოზ სამხარაძე

June 24, 2026
“ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ” – ნიკოლოზ სამხარაძე

ევროსაბჭოს რეზოლუციის დრაფტში წერია, რომ საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და სწორედ იანვრის რეზოლუცია არის მიზეზი, რის გამოც შევაჩერეთ ასამბლეაში საქმიანობა, – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დიალოგის.

„რეზოლუციის ის პირველადი ვერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული განვითარება, რომელიც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას ამ რეზოლუციას მისცემენ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ მათი ვიზიტი, რომელიც აქ შედგა არაფრის მომტანი იყო. ეს იყო უბრალოდ ვიზიტი, რომ მათ ანგარიშში ჩაეწერათ, საქართველოში ყოფნა.

ეს რეზოლუცია სრულიად გააქარწყლებს იმ განცხადებებს, რომლებითაც ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმებზე, რომ მათ სურთ, საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სამუშაოდ დაბრუნდეს. ამ რეზოლუციის დრაფტში წერია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს 2025 წლის იანვრის რეზოლუციას და 2025 წლის იანვრის რეზოლუცია არის სწორედ მიზეზი, რის გამოც ჩვენ შევაჩერეთ ასამბლეაში ჩვენი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, საერთოდ აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდეს. 2025 წლის იანვრის შემდეგ უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა და წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ წინა რეზოლუციის ჩანაწერს ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ჩვენი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვიდრე ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 24 ივნისს დებატებს გამართავს და აღნიშნულ ანგარიშს კენჭს უყრის. თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი არიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელისო კილაძე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს” – ადვოკატი
  • “ჯანდაცვის მინისტრი დამპირდა, რომ კანონს აღასრულებდა, დამეხმარებოდა ყველანაირად. დასასჯელი დაისჯება. მივდივართ პოლიციაში” – გარდაცვლილი ნინი მუჯირის დედა
  • “გახარიას ადვოკატებად გამოდიხართ,მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს და მაპარლამენტის დარბაზში გამოვიტანოთ განაჩენები” – მიმართა შალვა პაპუაშვილმა გახარიას პარტიის წევრებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge