ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. გივიმოდი ასე ჰქვია სტუდენტების კამპანიას, რომელიც 18 ნომბრამდე გაგრძელდება.
სტუდენტების თქმით, მათი სურვილია მინისტრი 18 ნოემბერს 5 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია დისკუსიას დაესწროს.
სტუდენტებმა დღეს დილიდან განათლების სამინისტროში გივი მიქანაძესთან შეხვედრის მოთხოვნით 2500 მდე ხელმოწერა შეიტანეს.
