Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც მაწუხებს, არაადამიანური მოპყრობაა, ჩემი წამება არ დასრულებულა” – ნანა სანდერის საბოლოო სიტყვა

June 24, 2026
“რაც მაწუხებს, არაადამიანური მოპყრობაა, ჩემი წამება არ დასრულებულა” – ნანა სანდერის საბოლოო სიტყვა

მე-9 თვეა, ციხეში ვარ და ერთი წუთითაც არ გამჩენია სინდისის ქენჯნა, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა.

მისი თქმით, ორივე ნაწილში თავს უდანაშაულოდ გრძნობს:

„არ მეშინია სიცოცხლის დაკარგვის, არ მეშინია თავისუფლების დაკარგვის, არც ქონების დაკარგვის, არაფრის დაკარგვის არ მეშინია იმისთვის, რაც და ვინც მიყვარს. გერმანული გვარი მაქვს, მაგრამ ეთნიკურად ქართველი ვარ. დედაჩემი მზრდიდა ქართველად, 3 წლიდან მასწავლიდა ვეფხისტყაოსანს და ქართულ ცეკვებს… ცეკვიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ვეფხისტყაოსნიდან სიყვარულისთვის, მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის თავგანწირვა ვისწავლე…

მინდა იმ ადამიანებს დავეხმარო, ვინც ამ ქვეყნისთვის იბრძვის და უნდა, ქვეყანა გადარჩეს. მინდა ჩემი ქვეყანა ღირებულებებით, მორალურად გადარჩეს.

პოლიციელებმა ჩემზეც იძალადეს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე 18 დღე-ღამე ვიყავი ქუჩაში, დარბევა ყოველდღე, ქუჩა-ქუჩა დაგვსდევდნენ, ადამიანებს სასიკვდილოდ გვარბევდნენ…. მცდელობაც არ მქონია ძალადობაზე ძალადობით მეპასუხა. 4 ოქტომბერს დიახ, ვიყავი დამოუკიდებელი აქტორი და 4 ოქტომბრამდეც ვიყავი დამოუკიდებელი აქტორი. თითქოს, საერთო გეგმით ვიყავით, ბატონი ზოდელავა ფიზიკურადაც ნანახი არ მყავდა, პირველად სცენაზე ვნახე, საჩხუბრად წავედი მასთან, რადგან მეგონა მის გამო იწირებოდნენ ადამიანები ქვემოთ.

არ არსებობს კადრი, რომ ვინმეზე ვიძალადე. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

4 ოქტომბერს ხალხს პროვოკაცია მოუწყვეს, სასახლის ღობე იყო გადაჭრილი. არ შეიძლება ერთი მოწმე ერთს ამბობდეს, მეორე მოწმე – მეორეს… ჩემი დაჭერა საქართველოში კი არ გადაწყდა, მანამდე, გერმანიამდე გადაწყდა.

ორივე ნაწილში თავს უდანაშაულოდ ვგრძნობ. მე-9 თვეა, ციხეში ვარ და ერთი წუთითაც არ გამჩენია სინდისის ქენჯნა, ჩემი ქმედებით რომ ვინმეს რამე დაშავებოდა, ჩემს თავთან გამიჩნდებოდა მინიმუმ, სინდისის ქენჯნა.

რაც მაწუხებს, მე-9 თვეა, არაადამიანური მოპყრობაა, ჩემი წამება არ დასრულებულა”,- განაცხადა სანდერმა. [ipn.ge]

ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას ასევე ედავებიან მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შიდა ქართლის პოლიციის უფროსი სერგი ბზიშვილი აღარ არის
  • მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა
  • სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge