Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – გიორგი კირვალიძისთვის გაფორმებული საპროცესო შესაძლოა გადაიხედოს

June 24, 2026
სასახლის ღობის საქმე – გიორგი კირვალიძისთვის გაფორმებული საპროცესო შესაძლოა გადაიხედოს

ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში – მას შემდეგ, რაც სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ბრალდებულმა გიორგი კირვალიძემ პროკურატურასთან შეთანხმების გაუქმება მოითხოვა, თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და სანამ დარბაზს დატოვებდა, დაგმო ბიძინა ივანიშვილი.

ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს და ბექა მაჭავარიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რაც შეეხება ერთ პირს, მანუჩარ მიქელაძეს, მან საპროცესოს გაფორმებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განმარტა, რომ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შესაძლოა 15 დღის ვადაში გადაიხედოს.

სახელმწიფო მბრალმდებელის თქმით,არ ჰქონიათ ასეთი შემთვევა, რომ ბრალდებულს განაჩენის გამოტანის შემდეგ ეთქვა უარი საპროცესოზე.

“კირვალიძემ პროცესის მიმდინარეობისას აღიარა დანაშაული, განაცხადა, რომ თავს ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. განცხადებით მოგვმართა, დაადასტურა რომ თავს ცნობდა დამნაშავედ წარდგეილ ბრალდებაში. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოეტანა განაჩენი მის მიმართ. განაჩენსი გამოტანის შემდეგ ის გახდა აგრესიული და თქვა, რომ უკან მიჰქონდა აღიარება, თუმცა ასეთი რაღაც არ არსებობს საპროცესო კოდექსში. განაჩენის გამოტანის შემდეგ უარს ვერ იტყვი. ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე, ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა, არასდროს არავის უთქვამს უარი საპროცესოზე მას შემდეგ რაც დამტკიცდა.

15 დღის განმავლობაში შესაძლებელია მხარემ გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ ბრალდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა.

მანუჩარ მიქელაძემ პროცესის განმავლობაში ფაქტი დაადასტურა, თქვა რომ პოლიციელსაც ხელი დაარტყა და ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრას, თუმცა მსიი განმარტებით, ეს არ იყო დანაშაული. ამდენად მან არ ისურვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, არ აღიარა დანაშაული სრულად, ამიტომ ჩვენს შორის არ იქნა მიღწეული საპროცესო შეთანხმება”, – განაცხადა პროკურორმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგანგებო ბრიფინგი ევროსაბჭოში: „გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია“
  • ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის, Business Insider-ის ინფორმაციით, „ტესლასა“ და „სფეის იქსის“ აქციების მკვეთრი ვარდნის გამო მასკის ქონება ტრილიონ დოლარს ჩამოსცდა
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge