გულდასაწყვეტია, რომ დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკური წრე, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ევროკავშირის პარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ცდილობენ ანტიისლამური განწყობების დანერგვას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მტკიცებით, აღნიშნული წრეები ისლამს ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან აიგივებენ, ქმნიან ისლამის შესახებ ცრურწმენებით აღსავსე იმიჯს და წარმოაჩენენ მას საფრთხის წყაროდ.
ალიევის თქმით, დღეს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული მუსლიმების მიმართ სიძულვილის დათესვა, ისლამური კულტურულ მემკვიდრეობაზე თავდასხმა და ისლამური ღირებულებების შეურაცხყოფა.
„ჩვენს მიწებზე ისლამური კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ, ისლამოფობიის აშკარა გამოვლინებაა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
