Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ევროსაბჭოს რეზოლუციას ჩალის ფასიც კი არ აქვს – ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს” – ირაკლი ზარქუა

June 24, 2026
“ევროსაბჭოს რეზოლუციას ჩალის ფასიც კი არ აქვს – ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს” – ირაკლი ზარქუა

ევროსაბჭოს რეზოლუციას ჩალის ფასიც კი არ აქვს – ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ის საქართველოს ხელისუფლებისთვის საინტერესო არაა.

ამასთან, ზარქუა აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს ეს ინსტიტუცია დიდი ავტორიტეტის მქონე არ არის.

„დღეს ევროსაბჭოში იმართება ე.წ. მსჯელობები საქართველოზე. იცით, რომ ევროსაბჭოს მანდატი დავტოვეთ, იმიტომ რომ იქ იყო ორმაგი სტანდარტი, გაუგებარი მოწოდებები, გარკვეული ლობისტების მიერ დაორგანიზებული შეხვედრები, ტექსტები, ჩვენი ქვეყნის გაშავება, ამიტომ ჩვენ დროებით პაუზა ავიღეთ. ამით ეტყობა მორიგ ჯერზე სარგებლობენ და იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. უსამართლობით არის გამსჭვალული და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი დაფინანსებული რეზოლუცია. ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის. მეტსაც გეტყვით, ზოგადად, ევროსაბჭოს ეს ინსტიტუცია დიდი ავტორიტეტის მქონე არ არის, მათ შორის, ამ ევროპულ ინსტიტუციებში. იქ, სადაც არის უარგუმენტობა, ორმაგი სტანდარტი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების შელახვა, ბუნებრივია, არაფერი გვესაქმება და არც გვაინტერესებს“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) წარადგენენ. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ აქვს მაღალჩინოსანს და დაბალჩინოსანს მნიშვნელობა – ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ” – გიორგი გვარაკიძე
  • სასახლის ღობის საქმე – გიორგი კირვალიძისთვის გაფორმებული საპროცესო შესაძლოა გადაიხედოს
  • გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კორუფციული დანაშაულების არაერთი საქმე ჯერ კიდევ გამოძიების ქვეშააა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge