ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი ekalata.gov.ge ამოქმედდა – ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
მათივე ცნობით, ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე – 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და შეთავაზებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
სოციალური კალათის ვებპლატფორმის შესაქმნელად მთავრობამ 53 000 ლარი გამოყო.
