ევანგელურ-ლუთერული ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს.
„ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ“, – აღნიშნავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
