გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, მეფე მირიანის, არქანჯელო ლამბერტის, სტრაბონის, პეტრე იბერის, თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის, წყაროსუბნის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, მწვანეს, ფარსმან II ქველის, ტაბატაძის, შულენბურგის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
