თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია Marneuli News Ge ავრცელებს და წერს, რომ ავარია დღეს, მარაბდის მონაკვეთზე მოხდა. “მთავარის” ინფორმაციით, დაშავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
