პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის თეატრს ადიგენის მერიამ სპექტაკლ “იქაურები აქაურებისთვის” ბიუჯეტიდან 8 260 ლარი გადაუხადა – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია TOK2Region შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადიგენის მერიის ცნობით, სპექტაკლი 18 ივნისს გაიმართა და მას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი დაესწრო.
