Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ილუზია, რომ აქ სამართლებრივ პროცესს ვუყურებთ. რასაც ვხედავთ, ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება ბანდიტების ხელი” – თაზო დათუნაშვილი

October 21, 2026
“უკანასკნელ 1 თვეში სხვადასხვა კატეგორიის დიზელის საწვავი 36-დან 50 თეთრამდე გაიზარდა…” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

ბატონი [ვასილ] როინიშვილი იყო პროკურორი, რომელიც თეთრი ძაფით კერავდა როინ შავაძის საშინელ საქმეს, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ისტორიაში. ეს კაცი როგორ შეიძლება იჯდეს მოსამართლის მანტიაში და ასამართლებდეს იმ რეჟიმს, რომლის კრიმინალური დანაშაულის შემსრულებელიც იყო? – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, მოსამართლე როინიშვილს „ბევრად უფრო მეტი კავშირი აქვს ყველაზე მძიმე წარსულთან „ნაციონალური მოძრაობის“, ვიდრე ოდესმე შეიძლება „ლელოს“ რომელიმე წევრს ჰქონდეს“.

„რამეზე თუ შეიძლება მიედავოს ქართული საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობას, ეს არის მიტაცებული სასამართლო და საგამოძიებო, სამართალდამცავი სისტემები, რომლებიც ემსახურებოდნენ ერთპარტიულ ინტერესს მაშინაც. ამ ამბავში ერთ-ერთი გამოკვეთილი საქმე იყო როინ შავაძის საქმე. ამ საქმის პროკურორი იყო მოსამართლე, ბატონი როინიშვილი. ეს კაცი იყო პროკურორი, რომელიც თეთრი ძაფით კერავდა ამ საშინელ საქმეს, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სამართლებრივ სისტემასთან მიმართებაში. ეს კაცი როგორ შეიძლება იჯდეს ახლა მოსამართლის მანტიაში და ასამართლებდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის კრიმინალური დანაშაულის შემსრულებელიც იყო. ეს ისეთია, ქურდბაცაცა ქურდმა, ზოგადად ქურდობა დაგმოს, ოღონდ თან იპარავდეს. ამ კატასტროფაში ვართ.

ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ილუზია, რომ აქ სამართლებრივ პროცესს ვუყურებთ. რასაც ვხედავთ, ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება ბანდიტების ხელით, იმ ადამიანების ხელით, ვინც თავად იღებდა გადაწყვეტილებას იმ დანაშაულის შესახებ, რაზეც ეს სასამართლო აპელირებს. წარმოუდგენელია უბრალოდ, რომ შავაძის პროკურორს იყოს მოსამართლე, ეცვას მანტია და ელაპარაკებოდეს არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ „ლელოს“, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. ამ კაცს ბევრად უფრო მეტი კავშირი აქვს ყველაზე მძიმე წარსულთან „ნაციონალური მოძრაობის“, ვიდრე ოდესმე შეიძლება ‘’ლელოს“ რომელიმე წევრს ჰქონდეს“, -განაცხადა დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “„ქართული ოცნება“ პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს იძლევა – ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა ერთპიროვნულად და მისი კონსტრუირება ისე, როგორც ცნობილ სიმღერაშია: „რაც მამას უნდა“- რას ამბობს ნიკა გვარამია
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე
  • „მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge