ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ წყდება. მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს ხმაურიანად დაშორდა და სასამართლო დავები დაიწყო, მოდელი დუმილს ინარჩუნებდა. თუმცა, ბოლო მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. თოფურიას მძიმე ტრავმის ფონზე, ჯორჯინამ სოციალურ ქსელში პირველად ილაპარაკა დაშორების რეალურ მიზეზებსა და ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე.
როგორც იცით, 14 ივნისს, თეთრ სახლში გამართულ ბრძოლაში, ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯისთან მძიმე ტრავმა მიიღო – მას თვალის ორბიტალური ძვალი გაიტყდა და ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ ამ ამბიდან ზუსტად ერთ კვირაში, ჯორჯინამ გამომწერებს ღიად უპასუხა.
რატომ მიატოვა მოდელმა ჩემპიონი?ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ხავი დე ოიოსმა გაასაჯაროვა ჯორჯინას მიმოწერა ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან. კითხვაზე, თუ რატომ არ დარჩა ილიას გვერდით, მოდელმა საკმაოდ ემოციური და ირიბი პასუხი გასცა:
“ზოგჯერ გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად გვერდით ყოფნას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან ყველაზე დიდი სიყვარული სწორედ უკან დახევაა. უნდა მისცე ადამიანს უფლება, თავად აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია, რომ ამ რთულ გზაზე შეიცვალონ და იქცნენ იმად, რაც ღმერთს სურს”.
