Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, უცხოელებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს – 37 715 კაცი

June 22, 2026
2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 929 581 შეადგინა – მათგან 52% ქალი, 48% კი კაცია – “საქსტატი“

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია – 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5 პროცენტი), ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5 პროცენტი).

საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა – ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქ. თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 331 485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს 20.1 პროცენტით (222 768 კაცი) აღემატება.

2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში (20.7 პროცენტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2 პროცენტი).

დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ: ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა გურიის რეგიონში – 9.7 პროცენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7.6 პროცენტი. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (6.8 პროცენტი), კახეთში (4.6 პროცენტი) და იმერეთში (4.3 პროცენტი).

2014 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა 54.2 პროცენტით გაიზარდა და 235 668 კაცი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე გამოვლინდა ყაზბეგის (28.8 პროცენტი), ლენტეხისა (17.5 პროცენტი) და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (11.0 პროცენტი). დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ასევე ქ. ქუთაისსა (9.0 პროცენტი) და ქ. რუსთავში (5.6 პროცენტი).

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 47.9 პროცენტს კაცები შეადგენენ (1 881 004), ხოლო 52.1 პროცენტს – ქალები (2 048 577).

2014 წელთან შედარებით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 3.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.6 პროცენტი შეადგინა (692 700 კაცი). 0–14 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.6 პროცენტი შეადგინა (770 823 კაცი). 15–64 წლის ასაკობრივი ჯგუფის წილი 4.3 პუნქტით შემცირდა და 62.8 პროცენტი შეადგინა (2 466 058 კაცი).

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 პროცენტიდან 96.1 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133 857 კაცი შეადგინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის პირველ ხუთეულს წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის (37 715 კაცი), ინდოეთის (23 925 კაცი), უკრაინის (11 542 კაცი), აზერბაიჯანის (8 309 კაცი) და სომხეთის (5 381 კაცი) მოქალაქეები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კარმა” – როგორ ეხმაურება “იმედი” კირ სტარმერის გადადგომას
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • პროკურორი განმარტავს, რატომ არ გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge