Sunday, June 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

June 21, 2026
“მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

შეხვედრაზე მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს, თუმცა საბოლოო პასუხის დაბრუნებამდე გარკვეულ პერიოდს იღებენ , – ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, თაკო გოგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მშობლები მზაობას გამოთქვამენ, რომ თუ საჭირო იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლონ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა პროცესები უფრო დაჩქარდეს.

“ჯანდაცვის მინისტრთან ორი შეხვედრა გვქონდა. დასაწყისში განვიხილეთ წერილების შინაარსი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან ფარმაცევტულ კომპანიებთან გაიგზავნა. შემდეგ იყო მორიგი შეხვედრა, სადაც მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიებისგან პასუხი მიიღეს, თუმცა საბოლოო პასუხის დაბრუნებამდე გარკვეულ პერიოდს იღებენ. ეს მუშაობის პროცესია და ველოდებით, რომ მომავალ კვირას უფრო ზუსტ პასუხს მივიღებთ კომპანიების მხრიდან იმის შესახებ თუ როდის და როგორ დაიწყება. ეს პროცესები დასაჩქარებელია – მუდამ მუშაობის პროცესში და ფხიზლად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთანაც, რომ პროცესები არ გაიწელოს და დაჩქარდეს. ველოდებით, როგორც ითქვა – ორი თვე, იმედი გვაქვს, ამას არ გადასცილდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რომ თუ საჭირო იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ვითანამშრომლებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პროცესები უფრო დაჩქარდეს”, – განაცხადა თაკო გოგალაძემ.

2026 წლის 4 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პაციენტებს ორი მედიკამენტით უზრუნველყოფს. კერძოდ, შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს. მშობლების ინფორმაციით, საუბარია ორ მედიკამენტზე. მანამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მშობლები მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ითხოვდნენ მედიკამენტების დაფინანსებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლაშა გურული გამარჯვების შედეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს
  • დიდუბის მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • „წინასწარ ვიცოდი, რომ სეტყვა იქნებოდა“ — რატომ დაისეტყვა თბილისში მხოლოდ რამდენიმე რაიონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge