Saturday, June 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს ავრცელებს

June 20, 2026
“ჩვენ კვლავ ვაყენებთ მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს” – “მედიის თავისუფლების კოალიციის” თავმჯდომარე სახელმწიფოების ერთობლივი განცხადება

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მკურნალობის გეგმაზე – ელენე ხოშტარიას მანიპულაციები არაფერში სჭირდება,-ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გზავნილშია აღნიშნული, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ამაღლობელის თქმით, ციხეში, „ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება”.

„იმედის“ საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ ბათუმელები/ნეტგაზეთს გეტყვით. მიკერძოებაში არ ჩამითვლიან იმედია.

ხუმრობა იქით იყოს და რაღაცნაირი კვირაა, დამძიმებული. ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო სასტიკ რეალობაში შევყავართ. მოულოდნელი ხომ არაფერია თითქოს, აღარ უნდა ვღელავდე, მაგრამ არ გამოდის. ამ ახალი დაპატიმრებების, ძალადობის, გულგრილობის თუ ათასგვარი რეპრესიების ამბებს ვერ ვიღებ მშვიდად:

როგორი მოსასმენია ელენეს [ხოშტარია] ხელჯოხით სიარული, ან ის, რომ ხელში კალმის დაჭერა უჭირს. კარგია ადვოკატებმა რომ გაამახვილეს ყურადღება ელენეს ჯანმრთელობაზე.

აქ, ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მისი მკურნალობის გეგმაზე. თან ელენე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არა თუ რაც სჭირდება, არამედ რაც ეკუთვნის იმასაც კი არ მოითხოვს აქ, ციხის პირობებში.

მანიპულაციები არაფერში სჭირდება.

მეც კი ვიცი, რომ ელენეც დაპატიმრებამდე ტკივილგამაყუჩებლებით იდგა ფეხზე. ციხეში რომ დამძიმდებოდა და გართულდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ყველაზე უკეთ რეჟიმმა იცის.

ელენეს მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ, ის ხომ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა.

არ მგონია ელენეს ვინმესგან, თუნდაც ჩემგან სჭირდებოდეს რამე გამამხნევებელი გზავნილი, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არის – მისგან ერთი გადაძახების მანძილზეა ქალი, ანუ მე, რომელსაც მის მსგავსად სჯერა და მის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“,- ნათქვამია ამაღლობელის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები – განახლებული პროგნოზი
  • “თბილისისკენ მიმავალ გზაზე ასეთი მდგომარეობაა” – რა კადრები ვრცელდება?
  • მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge