“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით მიყვანას ითხოვს – შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ანა წითლიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომაზე მიმართა თენგიზ შარმანაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის მიერ ელჩად იყო დანიშნული სომხეთში.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ შარმანაშვილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.
ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი იქნას მოყვანილი მოწმედ, საინტერესოა, რა კითხვას დაუსვამს სააკაშვილს თენგიზ შარმანიშვილი, რომელიც მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა.
ასევე საინტეერსოა გიორგი კახიანის პოზიცია, რომელიც დავით საყვარელიძის შტაბს წარმოადგენდა ნაციონაური მოძრაობის პერიოდში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ენმ ასევე სასამართლოში პატიმარობაშ მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარებასაც ითხოვს. ანა წითლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
